29 ნოემბერი 2024,   04:48
ვრცლად
კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მიმართულება ერთ სამინისტროში გაერთიანდება - განათლების სამინისტრო ცალკე უწყებად ჩამოყალიბდება

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, რომ განათლების სამინისტრო ცალკე უწყებად ჩამოყალიბდება, ხოლო კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მიმართულება ერთ სამინისტროში გაერთიანდება 

"ეს არის უაღრესად მნიშვნელოვანი ნაბიჯი, როგორც ჩვენი კულტურის, ისე სპორტის სფეროს წარმომადგენლებისთვის. ყველას უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენი კულტურული მემკვიდრეობა, ისევე როგორც თანამედროვე ხელოვნება არის ის უძვირფასესი ნაწილი ჩვენი ცხოვრების, რომელზეც ყველამ ერთად უნდა ვიზრუნოთ და ცალკე სამინისტროს, ისევე როგორც სპორტის მიმართულებით, განსაკუთრებით თუ გავითვალისწინებთ ბოლო წლებში ჩვენი სპორტსმენების მიღწევებს, იმსახურებს. გარდა ამისა, მინდა გითხრათ, რომ ახალგაზრდობის სააგენტო, რომელიც აქამდე ფუნქციონირებდა მთავრობის ადმინისტრაციის ქვეშ, მთავრობის ადმინისტრაციის ზედამხედველობით, ამ დადგენილების თანახმად, გახდება კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის სამინისტროს ნაწილი," - განაცხადა გახარიამ.

 

 

დღის ამბები