29 ნოემბერი 2024,   05:32
ვრცლად
აშშ რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის უსაფრთხოების საკითხით შეშფოთებულია - სახელმწიფო მინისტრი ენტონი ბლინკენი

ამერიკის შეერთებული შტატები რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის უსაფრთხოების საკითხით შეშფოთებულია - ამის შესახებ განცხადება ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა გააკეთა.

ბლინკენის თქმით, ბაიდენის ადმინისტრაცია განიხილავს, თუ როგორ უნდა გაეცეს პასუხი რუსეთის ქმედებებს, მათ შორის ქიმიური იარაღის სავარაუდოდ გამოყენებას ნავალნიზე თავდასხმის დროს.

მოსკოვში კი, რუსი ოპოზიციონერის ალექსეი ნავალნის ძმა დააკავეს. სამართალდამცველებმა ღამით ნავალნის სხვა ახლობლების სახლები გაჩხრიკეს. მათ შორის ოლეგ ნავალნისა და ალექსეი ნავალნის ცოლების ბინები.

იულია ნავალნის განცხადებით, ჩხრეკის დროს პოლიციამ ადვოკატი ბინაში არ შეუშვა. გარდა ამისა, გაჩხრიკეს ოპოზიციონერის მომხრეების სახლები და ანტიკორუფციული ფონდის ოფისები.

დაკავებულია ნავალნის თანაგუნდელი ლიუბოვ სობოლიც.

კრემლისადმი კრიტიკულად განწყობილი პოლიტიკოსის მხარდამჭერები კვირას კიდევ ერთ საპროტესტო აქციას გამართავენ.

დღის ამბები