მოსკოვში რუსი ოპოზიციონერის ალექსეი ნავალნის ძმა დააკავეს. სამართალდამცველებმა ღამით ნავალნის სხვა ახლობლების სახლებიც გაჩხრიკეს, მათ შორის ოლეგ ნავალნისა და ალექსეი ნავალნის ცოლის ბინები.
იულია ნავალნის განცხადებით, ჩხრეკის დროს პოლიციამ ადვოკატი ბინაში არ შეუშვა. გარდა ამისა, გაჩხრიკეს ოპოზიციონერის მომხრეების სახლები და ანტიკორუფციული ფონდის ოფისები.
დაკავებულია ნავალნის თანაგუნდელი ლიუბოვ სობოლიც. კრემლისადმი კრიტიკულად განწყობილი პოლიტიკოსის მხარდამჭერები კვირას კიდევ ერთ საპროტესტო აქციას გამართავენ.