29 ნოემბერი 2024,   05:48
ვრცლად
COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის დროულად მისაღებად საჭირო საკანონმდებლო ცვლილებებს პარლამენტი დღეს დაამტკიცებს

საკანონმდებლო ორგანოში საზოგადოებრივი ჯანდაცვის შესახებ კანონში COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის დროულად მისაღებად საჭირო საკანონმდებლო ცვლილებებს პარლამენტი დღეს დაამტკიცებს. საკითხი დაჩქარებული წესით განიხილება.

საკანონმდებლო ორგანო დღეს ასევე მეორე მოსმენით განიხილავს რეგლამენტში შესატან ცვლილებებს. კანონპროექტი სპეციალურად უფრაქციო დეპუტატებისთვის მომზადდა.

"განვიხილავთ ჯანდაცვის შესახებ კანონში ცვლილებებს, რომლის მიხედვითაც შეგვაქვს რეგულაციები სახელმწიფოს მხრიდან ვალდებულებების აღებასთან დაკავშირებით. ეს გამომდინარეობს იმ კომპანიებთან დადებული რეგულაციებიდან, საიდანაც უნდა შემოვიდეს ვაქცინა.

ასევე მეორე მოსმენით, უფრაქციო პარლამენტარების გაძლიერების კუთხით, ჩვენ შეგვაქვს ცვლილებები იმისთვის, რომ საპარლამენტო ოპოზიციის იმ ნაწილს, ვინც ვერ ქმნის ფრაქციებს, მიეცეს ბერკეტები,"-აცხადებს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გურამ მაჭარაშვილი.

დღის ამბები