29 ნოემბერი 2024,   04:40
ვრცლად
ევროსაბჭომ ვაქცინაციის შესახებ რეზოლუცია მიიღო - დოკუმენტის მიხედვით, ვაქცინა მსოფლიოში სამართლიანად უნდა გადანაწილდეს

115 2-ის წინააღმდეგ - რეზოლუცია ვაქცინაციის ეთიკური, იურიდიული და პრაქტიკული ასპექტების შესახებ მიღებულია. ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა თანხმდება, რომ გლობალურ პრობლემას, რასაც პანდემია წარმოადგენს, თანამშრომლობით და სოლიდარობით უნდა გაუმკლავდნენ. დოკუმენტში ჩაიწერა, რომ ვაქცინა მსოფლიოში სამართლიანად უნდა გადანაწილდეს და მასზე წვდომა ყველას უნდა ჰქონდეს, პრიორიტეტების დაცვით. 

დეზინფორმაცია და ვაქცინაციის მიმართ ნდობა - კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა, რაზეც მსოფლიოს სერიოზული სამუშაო აქვს ჩასატარებელი. ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეკომენდაციაა კომუნიკაცია საზოგადობასთან გააქტიურდეს, რათა ადამიანებმა აცრასთან დაკავშირებით ინფორმირებული არჩევანი გააკეთონ.

რა პრობლემები შექმნა საქართველოში კოვიდ 19-მა და როგორ უმკლავდება გლობალურ გამოწვევას ქვეყანა - რეგლამენტით გათვალისწინებულ 3 წუთში ასამბლეის წევრებს ინფორმაცია ქართული დელეგაციის წევრმა მარიამ ქვრივიშვილმა მიაწოდა.

კენჭისყრამდე ანგარიშის განხილვა თითქმის 3 საათს გაგრძელდა. სხდომის ნახევარს ევროსაჭოს საპარლამენტო ასამბლეის ვიცე პრეზიდენტის ამპლუაში ირაკლი კობახიძემ უხელმძღვანელა, რომელიც ამ პოსტზე უკვე მეორედ აირჩიეს. 

დღის ამბები