29 ნოემბერი 2024,   06:00
ვრცლად
შალვა ნათელაშვილისთვის და ლევან ხაბეიშვილისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტას საპროცედურო კომიტეტმა მხარი დაუჭირა

საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა მხარი დაუჭირა 2 ოპოზიციონერი დეპუტატის, შალვა ნათელაშვილისა და ლევან ხაბეიშვილისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხის განხილვას.

საკითხი ბიუროს გადაეცემა განსახილველად, რის შემდეგაც, 2 თებერვალს, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ეყრება კენჭი.

დანარჩენი 49 ოპოზიციონერი დეპუტატისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხზე საპროცედურო საკითხთა კომიტეტი ხვალ იმსჯელებს. 

დღის ამბები