ინდოეთში ფერმერების პროტესტი გრძელდება. ბოლო მონაცემებით, აქტივისტებსა და პოლიციას შორის მომხდარი შეტაკების შედეგად 90-მდე პოლიციელი დაშავდა.
ადგილობრივი სამართალდამცავი უწყებისვე ცნობით, მომხდარი დაპირისპირების შედეგად დაიწვა 25 ავტომობილი, აქედან 7 სამართალდამცავი უწყების.
ფიზიკურ დაპირისპირებას მსხვერპლი მოჰყვა აქციაზე შეკრებილებს შორის. დაიღუპა ერთი და მძიმე დაზიანებებით კლინიკებში მკურნალობას აგრძელებს 20 ფერმერი.
ინდოეთში მასშტაბური აქცია მთავრობის მიერ განხორციელებულ სოფლის მეურნეობის რეფორმებს მოჰყვა.