29 ნოემბერი 2024,   04:54
ვრცლად
უსამართლობაა მდიდარ ქვეყანაში ახალგაზრდობა იცრებოდეს და ღარიბ ქვეყნებში რისკჯგუფები ვერ ახერხებდნენ ამას - ტედროს გებრეიესუსი

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ვაქცინების უსამართლოდ გადანაწილების პრობლემაზე გააკეთა აქცენტი. ​ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა განცხადება ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე სიტყვით გამოსვლისას გააკეთა. მან მოუწოდა ქვეყნებს იყვენენ სოლიდარულები, რადგან, ზოგიერთმა სახელმწიფომ ვაქცინის იმაზე მეტი დოზა მოითხოვა, ვიდრე რეალურად სჭირდებოდა.

"პანდემია ჩვენთვის ისეთი გამოცდა აღმოჩნდა, როგორიც მსოფლიოს აქამდე არასდროს ჩაუბარებია. COVID-19 დღემდე აგრძელებს ჩვენს გამოცდას. ვაქცინის ყველასთვის ხელმისაწვდომობა, ეს არ არის მხოლოდ მორალური აუცილებლობა. 9 თვის განმავლობაში ვმუშაობდით იმისთვის, რომ ვაქცინა ხელმისაწვდომი გამხდარიყო ყველასთვის. ვაქცინა დღეს ჩვენი იმედის წყაროა. მომავალ თვეში ველით, რომ კოვაქსი ვაქცინის მიწოდებას დაიწყებს. გვაქვს იურიდიული და ლოგისტიკური ბარიერები. სერიოზული რისკის წინაშეა ვაქცინის თანაბრად გადანაწილება. ზოგი ქვეყანა და კომპანია ინდივიდუალურად ორმხრივ კომუნიკაციას აწარმოებს ერთმანეთთან.

ცხადია, ყველა ქვეყანა თავის მოქალაქეებს მიიჩნევს პრიორიტეტად, მაგრამ უსამართლობაა მდიდარ ქვეყანაში ახალგაზრდობა იცრებოდეს და ღარიბ ქვეყნებში კი რისკჯგუფები ვერ ახერხებდნენ ამას. უნდა ვიმუშაოთ იმაზე, რომ ყველა ქვეყნისთვის განვსაზღვროთ რისკჯგუფების პრიორიტეტები. დავინახოთ ის ფაქტი, რომ ვაქცინა, პირველ რიგში, სჭირდება ყველაზე მოწყვლად და რისკჯგუფში შემავალ ხალხს. კოვაქსს კიდევ სჭირდება სახელმწიფოების მხრიდან დონაცია. ზოგიერთმა სახელმწიფომ საჭიროზე მეტი დოზა ვაქცინა მოითხოვა. საჭიროა ქვეყნებისგან მყისიერი ზომების მიღება ვაქცინის ხელმისაწვდომობაზე. მოვუწოდებ ქვეყნებს, შეასრულონ 5 მთავარი რამ, იმოქმედონ სოლიდარობით, განსაზღვრონ პრიორიტეტები, იმოქმედონ სამართლიანად, უნდა მოხდეს  ვაქცინის თანაბრად გადანაწილება, იყვნენ ანგარიშვალდებულები და იყვნენ გამჭვირვალეები,“ - განაცხადა ტედროს ადჰანომ გებრეისესუსმა.

დღის ამბები