29 ნოემბერი 2024,   04:33
ვრცლად
პარლამენტის თავმჯდომარე იმედოვნებს, რომ უახლოეს დღეებში პარლამენტში კიდევ ერთი ოპოზიციური ძალა შევა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს იმედი აქვს, რომ უახლოეს დღეებში პარლამენტში კიდევ ერთი ოპოზიცური ძალა შევა. რაც შეეხება ბოიკოტის რეჟიმში მყოფ ოპოზიციურ პარტიებს, არჩილ თალაკვაძე მოუწოდებს შეუერთდნენ საპარლამენტო საქმიანობს.

"ბოიკოტი შეუთავსებელია დემოკრატიასთან, ამიტომ ყველა მოუწოდებს ოპოზიციას რომ გაითვალისწინოს საკუთარი მხარდამჭერების ნება, შევიდნენ და იმუშაონ პარლამენტში. კიდევ რჩება დრო, რათა ოპოზიციამ გადახედოს საკუთარ დამოკდებულებას, ვინაიდან, მაშინ როცა ეს განცხადებები შემოიტანეს ოპოზიციის წარმომადგენლებმა, ისინი აცხადებდნენ, რომ თითქოს არჩევნები ტოტალურად გაყალბდა და ვნახეთ, რომ ამას ყოველგვარი საფუძველი გამოეცალა. პარლამენტში არის უკვე ერთი ოპოზიციური პარტია, და ძალიან დიდი იმედი მაქვს რომ მეორე ოპოზიციური პარტია უახლოეს დღეებში შემოუერთდება პარლამენტს. მომდევნო დღეებში ნადვილად ვუყრით კენჭს მათ განცხადებებს და პარლამენტი მიიღებს გადაწყვეტილებას, თუ რა იქნება ეს გადაწყვეტილება მოვლენებს ნუ გავუსწრებთ, ამაზე გუნდში გვექნება კიდევ ერთხელ მსჯელობა და მივიღებთ ისეთ გადაწყვეტილებას, რომელიც საუკეთესო ინტერესებში იქნება ჩვენი ქვეყნის დემოკრატიისთვის, საზოგადოებისთვის და იმისთვის, რათა ხალხის ნება განხორციელდეს,"აცხადებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე.

დღის ამბები