29 ნოემბერი 2024,   05:58
ვრცლად
სასტიკი სიმართლე ისაა, რომ ამერიკელი ხალხის ასაცრელად თვეები დაგვჭირდება - ჯო ბაიდენი

ჯო ბაიდენის თქმით, მომდევნო რამდენი თვის განმავლობაში COVID-19-ის  წინააღმდეგ საუკეთესო დაცვის საშუალება ნიღბის ტარებაა.

მისი თქმით, რამდენიმე თვეა საჭირო ამერიკის მოსახლეობის უდიდესი ნაწილის ვაქცინაცისთვის.

აშშ-ს პრეზიდენტი ამბობს, რომ ფედერალური მთავრობა შეიძენს დამატებით 100 მილიონ დოზას Pfizer -ისა და  Moderna-გან, რათა უპროცედენტო ვაქცინაცია ჩატარდეს. ამასთან ერთად, მოსახლეობამ უნდა დაიცვას სხვა ზომები, რაც გულისხმობს პირბადის ტარებას.

"საუკეთესო დაცვა რამდენიმე თვის განმავლობაში არის პირბადე, ამერიკის ადმინისტრაცია შეიძენს ვაქცინის საკმარის მარაგს, რაც იქნება ყველაზე კარგი თავდაცვა COVID-19-ის წინააღმდეგ უახლოეს თვეებში. სასტიკი სიმართლე ისაა, რომ, ამერიკელი მოსახლეების ასაცრელად დაგვჭირდება თვეები." - განაცხადა ამერიკის პრეზიდენტმა.

 

 

 

დღის ამბები