"დიდი შვიდეულის" საგარეო საქმეთა მინისტრები ალექსეი ნავალნის დაპატიმრებასთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ.
კანადა, საფრანგეთი, გერმანია, იტალია, იაპონია, გაერთიანებული სამეფო და ამერიკის შეერთებული შტატები ერთობლივად გმობენ ალექსეი ნავალნის პოლიტიკურად მოტივირებულ დაპატიმრებას.
G7-ის ქვეყნები რუსეთს მოუწოდებენ შეასრულოს ეროვნული და საერთაშორისო ვალდებულებები და გაათავისუფლოს თვითნებურად დაკავებული პირები. გაერთიანება აღნიშნავს, რომ დაუშვებელია პოლიციური ძალების მიერ შეხედულების გამოხატვის უფლების ძალადობრივი გზით ჩახშობა.