27 იანვარი ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნის საერთაშორისო დღეა. მსოფლიოში ყველაზე დიდი საკონცენტრაციო ბანაკის - ოსვენციმის გათავისუფლებიდან ზუსტად 76 წელი გავიდა. ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნის დღედ სიმბოლურად გაერომ სწორედ ეს დღე დააწესა.
ნაცისტურმა რეჟიმმა მეორე მსოფლიო ომის პერიოდში 6 მილიონი ებრაელის სიცოცხლე იმსხვერპლა. პანდემიის გამო გენოციდის მსხვერპლთა მოსაგონებელი ცერემონია ამჯერად ვირტუალურად გაიმართება.