29 ნოემბერი 2024,   04:40
ვრცლად
COVID-19, გამოწვევები და ვაქცინაციის სტრატეგია - ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე დღეს საქართველო პანდემიის დაძლევის გეგმას წარადგენს 

COVID-19, გამოწვევები და პრობლემის მოგვარების გზები - ეს არის ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სესიის დღევანდელი დღის მთავარი თემა.

სხდომაზე სიტყვით გამოსვლას გეგმავს საქართველოს დელეგაციის წარმომადგენელი. ყურადღება გამახვილდება საქართველოში პანდემიის კუთხით არსებულ ვითარებასა და ვაქცინაციის გეგმაზე.

გუშინ კი ევროპელმა კანონმდებლებმა სტრასბურგის გადაწყვეტილებების აღსრულების შესახებ რეზოლუცია დაამტკიცეს.

"იქნება განხილვა COVID-19-ის ვაქცინაციის თემაზე, სხვადასხვა ქვეყნებს ექნებათ შესაბამისი მოხსენება და მათ შორის, მოხარულები ვართ, რომ საქართველო გააკეთებს შესაბამის განცხადებას, რის ფარგლებშიც ჩვენ წარვადგენთ გეგმას COVID-19-ის გამოწვევის დაძლევის შესახებ და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, საქართველოს ვაქცინაციის სტრატეგიის შესახებ, რაც ჩვენს ქვეყანას დაეხმარება ძალიან სწრაფად დაძლიოს არსებული გამოწვევა, აღადგინოს ეკონომიკა," - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა. 

დღის ამბები