29 ნოემბერი 2024,   04:40
ვრცლად
დაწესებული შეზღუდვების შესუბუქების მოთხოვნით მთავრობის ადმინისტრაციასთან საპროტესტო აქცია იმართება

მთავრობის ადმინისტრაციასთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.

ამ წუთებში, ადგილზე ბიზნესსექტორის წარმომადგეები და მოქალაქეები იმყოფებიან, ისინი კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების შესუბუქებას ითხოვენ.

აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ ასეთი მკაცრი რეგულაციების საჭიროება არ არსებობს და შეზღუდვები ხელოვნურია.

"მოთხოვნა არის რომ რაც შეიძლება უმოკლეს ვადაში გაიხსნას ქვეყანა და უპატრონოდ, ულუკმაპუროდ დარჩენილი ადამიანები როდემდე უნდა ვიყოთ არ ვიცით. ყველანაირი რესურსი რაც გვქონდა გამოვიყენეთ, რაც იყო გასაყიდი გავყიდეთ, ყოველგვარი კაპიკის, შემოსავლის გარეშე ვართ დარჩენილი,"- ამბობს აქციის მონაწილე ლადო მექვაბიშვილი.

"ამ ადამიანების მოთხოვნებს ბოლომდე გვრდში ვუდგებით ლოკდაუნის მოხსნასთან დაკავშირებით. თუ მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება მოლაპარაკებების შემდეგ, ჩვენ მათ ყველანაირად დავუდგებით გვერდში რაც იქნება სამართლიანი პროტესტი და უკომპრომისო ბრძოლა,"- ამბობს სამოქალაქო აქტივისტი ნიკა ფარეულიძე.

კანცელარიასთან მიმდინარე აქციაზე პოლიტიკოსები იმყოფებოდნენ.

"ყველა შეზღუდვა არის მოსახსნელი. შემსუბუქება არის, რომ ხელისუფლება მანიპულირებს სხვადასხვა ტიპის ბიზნესებით. აქციის მიზანია გაპროტესტება არსებული შეზღუდვების, ვითხოვთ ყველა შეზღუდვის მოხსნას. რამე განსაკუთრებული მოლოდინი არ გვაქვს, რომ დღევანდელი აქციით ხელისუფლება უკან დაიხევს, აქცია უნდა იყოს ბევრად მრავალრიცხოვანი, რომ უკან დაიხიოს,"-აცხადებს ზურაბ ჯაფარიძე.

"გრძელდება პროტესტი, რომ ხელისუფლების მხრიდან არანაირი შემხვედრი ნაბიჯი, ან რაიმე დასაბუთებული არგუმენტი არ ყოფილა. არც ერთ მწვავე კითხვაზე, მაგალითად, რატომ არა საზოგადოებრივი ტრანსპორტი, ან რატომ არა სკოლები, არანაირი პასუხი არ არის. მე ვიქნები იმ ადამიანების გვერდით, ვინც იჭყლიტება ამ შეზღუდვების დამო,"-განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

დღის ამბები