29 ნოემბერი 2024,   04:35
ვრცლად
ქვეყანაში არ შემოვა არც ერთი ვაქცინა, რომელსაც მაღალი ნდობის სტატუსი არ ექნება - ეკატერინე ტიკარაძე

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ქვეყანაში არ შემოვა ისეთი ვაქცინა, რომელსაც მაღალი ნდობის სტატუსი არ ექნება. მინისტრის თქმით, ქვეყანა ვაქცინას თებერვლის ბოლოს ელოდება.

"კვლევა ჩავატარეთ საერთაშორისო პარტნიორებთან. არაერთხელ დავასახელეთ, რომ 42 პროცენტია იმ ადამიანების რიცხვი, რომლებიც უნდობლობას უცხადებს ვაქცინას და მიმდინარეობს შესაბამისი მუშაობა. მნიშვნელოვანია ვაქცინის პოპულარიზაცია და მიმაჩნია, რომ პირველი და მთავარი ნაბიჯი, რაც სახელმწიფოს მხრიდან უნდა იყოს, როგორც სანდოობის გარანტი, ეს არის, რომ ჩვენ ვენდობით მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციას, მისი მხრიდან დამტკიცებულ სანდო ვაქცინას და შესაბამისად, ქვეყანაში არ შემოვა არც ერთი ვაქცინა, რომელსაც მაღალი ნდობის სტატუსი არ ექნება" - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

"მარტო კოვიდვაქცინაზე არ არის. ანტივაქსერული მოძრაობა არის ძალიან ძლიერი მსოფლიოში და ჩვენთანაც. ჩემი აზრით, ამის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი არის სწორი ინფორმაციის ნაკლებობა მოსახლეობაში. ის სამიზნე ჯგუფები, რაც წელს არის დასახული, თუ ის მოხდა, 1 წელში ან წელიწადნახევარში კაცობრიობა შეიძლება დაუბრუნდეს ცხოვრების ჩვეულ რიტმს,"- განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

დღის ამბები