29 ნოემბერი 2024,   04:50
ვრცლად
PCR ტესტი 6654 პატიმარს ჩაუტარდა, საიდანაც კორონავირუსი 113 შემთხვევაში დადასტურდა - გოჩა ლორთქიფანიძე

იუსტიციის მინისტრის, გოჩა ლორთქიფანიძის ინფორმაციით, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ჯამში, უკვე 10 პენიტენციური დაწესებულება შემოწმდა. PCR ტესტი 6654 პატიმარს ჩაუტარდა, საიდანაც კორონავირუსი 113 შემთხვევაში დადასტურდა. ამ ეტაპზე, ტესტირება ჩატარდა გლდანის მერვე და ქსნის მეთხუთმეტე დაწესებულებებში, სადაც კოვიდით ინფიცირების ჯამში 78 შემთხვევა დადასტურდა.

"რაც შეეხება ნომერ 8-ე გლდანის დაწესებულებას, აქ ჩატარდა 2422 ტესტი, რომელთაგან დადებითი აღმოჩნდა 38. აქედან, 8 პატიმარს გამოუვლინდა სიმპტომები და ისინი გადაყვანილები არიან სამოქალაქო სექტორის კლინიკაში. დანარჩენი 30 არის უსიმპტომო პაციენტი, ისინი საკარანტინო სივრცეში მოთავსდნენ.

რაც შეეხება მე-15 დაწესებულებას ქსანში. იქ გაკეთდა 1735 ტესტი, საიდანაც დადებითი იყო 40, ასევე, არის ცალკეული შემთხვევები, რომელზეც კვლევა გრძელდება. სიტუაცია სრულად ექვემდებარება კონტროლს,“ - განაცხადა გოჩა ლორთქიფანიძემ.

დღის ამბები