29 ნოემბერი 2024,   05:37
ვრცლად
კორუფციის ფაქტზე დაკავებულ ჩუღურეთის რაიონის გამგებლის მოადგილეს ბრალს დღეს ოფიციალურად წაუყენებენ

ჩუღურეთის რაიონის გამგებლის დაკავებულ მოადგილეს დღეს ბრალი ოფიციალურად უნდა წაუყენონ. წინასწარი დაკავების იზოლატორში მოთავსებულ მაღალი რანგის საჯარო მოხელეს დღესვე მისი უფლებადამცველი მოინახულებს. 

ლადო გოქსაძის ადვოკატის თქმით, ბრალდების დეტალები მათთვის ჯერ უცნობია და დაკავებულის პოზიციას ის საქმის მასალების გადაცემის შემდეგ გაასაჯაროებს.

ჩუღურეთის რაიონის გამგებლის მოადგილე სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ბრალდებით ანტიკორუფციულმა სააგენტომ გუშინ აიყვანა. საუბარია სასურველი კომპანიის ტენდერში ლობირებასა და კონკურენტის ზეწოლაზე.

დღის ამბები