29 ნოემბერი 2024,   05:50
ვრცლად
პარლამენტი ოპოზიციონერი დეპუტატებისათვის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს 2 თებერვალს უყრის კენჭს

პარტია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" აღმასრულებელი მდივნის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, პარლამენტი 2 თებერვალს კენჭს უყრის ოპოზიციონერი დეპუტატებისათვის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს.

როგორც მდინარაძემ აღნიშნა, უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხი მაქსიმალურად ბოლო წუთამდე მიიყვანეს, რომ ოპონენტებმა რაციონალური გადაწყვეტილება მიიღონ.

"ჩვენ ვცდილობთ მივცეთ მაქსიმალური ვადა იმისათვის, რომ მათ მიიღონ სწორი, სახელმწიფოებრივი და რაციონალური გადაწყვეტილება, სანამ პარლამენტი განიხილავს მათი უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს. ამოვწურეთ ბოლომდე ვადა და ეს ვადა არის მხოლოდ და მხოლოდ 2 თებერვლამდე," - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

უმრავლესობის წევრის, ირაკლი ქადაგიშვილის თქმით, მმართველმა გუნდმა რეგლამენტის თანახმად, მაქსიმალურად მისცა ოპოზიციას დრო გადაწყვეტილების მისაღებად.

"რეგლამენტის ყველა რესურსი ბოლო წუთამდე მივიყვანეთ, რათა განხილვა მომხდარიყო თან კანონის ჩარჩოებში, თან მაქსიმალური დრო დაგვეტოვებინა ყველასათვის, თავისი პოლიტიკური გადაწყვეტილების მისაღებად. სწორედ ამ სულისკვეთებიდან გამომდინარე, ჩვენ ვატარებთ ზეგ და მასზეგ საკომიტეტო სხდომებს,  საგაზაფხულო სხდომის გახსნისთვის უკვე დადგება საკითხი მათი უფლებამოსილების შესახებ," - განაცხადა უმრავლესობის წევრმა ირაკლი ქადაგიშვილმა. 

 

 

 

 

 

დღის ამბები