29 ნოემბერი 2024,   04:37
ვრცლად
მოსახლეობის 15% პარლამენტის საქმიანობას დადებითად 34 % კი უარყოფითად აფასებს - NDI

NDI-ის კვლევის თანახმად, გამოკითხული მოსახლეობის 15% პარლამენტის საქმიანობას დადებითად, ხოლო 34% უარყოფითად აფასებს.

კვლევის მიხედვით, შეკითხვაზე - როგორ შეაფასებდით პარლამენტის საქმიანობას? - პროცენტული მაჩვენებლები ასე გადანაწილდა: საშუალოდ -36%, არ ვიცი -13%, უარი პასუხზე-2%.

NDI-ის კვლევა 2020 წლის 17-24 დეკემბრის პერიოდში საქართველოს მასშტაბით 2053 სატელეფონო ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე, ქვეყნის სრულწლოვან მოსახლეობას შორის ჩატარდა (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით).

დღის ამბები