29 ნოემბერი 2024,   04:46
ვრცლად
აშშ-ში ტრანსგენდერებს სამხედრო სამსახურის გავლა კვლავ შეეძლებათ - ბაიდენი განკარგულებას ხელს მოაწერს

აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი ხელს მოაწერს აღმასრულებელ განკარგულებას, რომლითაც ტრანსგენდერების ჯარში მსახურებაზე დონალდ ტრამპის აკრძალვას გააუქმებს.

არსებული ინფორმაციით, აღმასრულებელი განკარგულების ხელმოწერის ცერემონია 25 იანვარს თეთრ სახლში გაიმართება და მას აშშ-ის თავდაცვის მდივანი, ლოიდ ოსტინი დაესწრება.

სენატში გამართულ მოსმენებზე თავდაცვის მდივანმა ლოიდ ოსტინმა განაცხადა, რომ ტრანსგენდერების ჯარში მსახურებაზე აკრძალვის გაუქმებას მხარს უჭერს.

აშშ-ის 45-ე პრეზიდენტმა ტრასგენდერებისთვის სამხედრო სამსახურის გავლაზე აკრძალვის ბრძანება 2017 წლის 26 აგვისტოს გასცა.

დღის ამბები