29 ნოემბერი 2024,   05:33
ვრცლად
ესტონეთის ისტორიაში პირველად ქვეყნის მთავრობას ქალი უხელმძღვანელებს

ესტონეთის ისტორიაში პირველად ქვეყნის მთავრობას ქალი უხელმძღვანელებს. ესტონეთის მთავარმა პოლიტიკურმა პარტიებმა მთავრობის ფორმირებისთვის შეთანხმებას მიაღწიეს.

ოპოზიციური მემარჯვენე ცენტრისტული "რეფორმის პარტიის" და მმართველი მემარცხენე "ცენტრის პარტიის" საბჭოები დათანხმდნენ სამთავრობო კაბინეტში შესვლას, რომელსაც დანიშნული პრემიერ-მინისტრი და "რეფორმის პარტიის" თავმჯდომარე, კაია კალასი უხელმძღვანელებს.

ქვეყნის ახალი პრემიერი პროფესიით იურისტია და წარსულში ევროპარლამენტის დეპუტატიც იყო. კაია კალასის მამა ასევე ესტონეთის პრემიერ-მინისტრისა და ტრანსპორტის საკითხებში ევროკომისრის პოსტს იკავებდა.

დღის ამბები