ძლიერი სიცხე ავსტრალიაში - კონტინენტის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში ჰაერის ტემპერატურის მკვეთრად მატება ფიქსირდება. ცეცხლის რამდენიმე კერა გაჩნდა ზოგიერთ შტატში. მელბურნში ჰაერის ტემპერატურა გუშინ 40 გრადუსამდე გაიზარდა. 30 გრადუსს სითბოს აჭარბებდა ტემპერატურა სიდნეიში.
ჯანდაცვის უწყებამ ადგილობრივებს სახლში დარჩენისა და ფიზიკური აქტივობებისგან თავშეკავებისკენ მოუწოდა. სინოპტიკოსები ძლიერი სიცხეების შენარჩუნებას ავსტრალიაში კიდევ რამდენიმე დღით ვარაუდობენ.