ახალ ზელანდიაში, საკარანტინო სივრცის გარეთ, ნოემბრის შემდეგ კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. "ევრონიუსის" ცნობით, ინფიცირებული 56 წლის ქალია - ის ევროპაში იმყოფებოდა სამოგზაუროდ, ქვეყანაში დაბრუნების შემდეგ კი 2-კვირიანი სავალდებულო კარანტინი გაიარა, თუმცა მას ვირუსი არ დაუფიქსირდა. სიმპტომები მას საკარანტინო სივრცის დატოვების შემდეგ გამოუვლინდა და ინფექცია ტესტმა დაადასტურა.
პაციენტს 4 ახლო კონტაქტი ჰყავს, ყველა მათგანი იზოლირებულია. ასევე, ეპიდემიოლოგებმა დაადგინეს 30-მდე დაწესებულება - მათ შორის კაფეები და მაღაზიები, რომელსაც ინფიცირებული ესტუმრა.
ახალი ზელანდიაში, რომლის მოსახლეობა 5 მლნ-ა, ჯამში კორონავირუსის 2283 შემთხვევაა დაფიქსირებული, გარდაიცვალა 25 ადამიანი. შემთხვევების 71% ახალ ზელანდიაში იმპორტირებულია.
მკაცრი ზომების გატარების შემდეგ, ქვეყანაში შიდა გავრცელება გასული წლის მაისში შეჩერდა, თუმცა მოგვიანებით ინფექციამ კვლავ იჩინა თავი და აგვისტოში ქალაქ ოკლენდში ლოკდაუნი გამოცხადდა. მკაცრმა შეზღუდვებმა შედეგი გამოიღო.