29 ნოემბერი 2024,   05:34
ვრცლად
მე შევიტყვე კარგი ამბავი ევროპის სასამართლოს გადაწყვეტილების შესახებ, რაც ადასტურებს იმას, რომ რუსეთი პასუხისმგებელია ადამიანის უფლებების დარღვევაში აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში - იენს სტოლტენბერგი

ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი საქართველოს პრეზიდენტ სალომეს ზურაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას შეეხო.

მისი განცხადებით, სტრასბურგის გადაწყვეტილება მხოლოდ აძლიერებს მათ მოწოდებას რუსეთის მიმართ - "შეესაბამებოდეს საერთაშორისო სამართალს და პატივი სცეს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას".

"ადამიანის უფლებათა სასამართლოს დავესესხები, რომლის გადაწყვეტილებაშიც წერია, რომ რუსეთი დადანაშაულებულია ადამიანის უფლებების დარღვევაში სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში. ეს მხოლოდ აძლიერებს ჩვენს მოწოდებას რუსეთის მიმართ, შეესაბამებოდეს საერთაშორისო სამართალს და პატივი სცეს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას.

მე შევიტყვე კარგი ამბავი ევროპის სასამართლოს გადაწყვეტილების შესახებ, რაც ადასტურებს იმას, რომ რუსეთი პასუხისმგებელია ადამიანის უფლებების დარღვევაში აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში. ეს კიდევ უფრო აძლიერებს ჩვენს მოწოდებას რუსეთისადმი, რომ შეასრულოს საერთაშორისო სამართალი და პატივი სცეს საქარველოს ტერიტორიულ მთლიანობას.

შეხვედრაზე ასევე განვიხილეთ პროგრესი, რომელსაც საქართველო ახორციელებს რეფორმების სფეროში. ეს არის გადამწყვეტი, რადგან პროგრესი რეფორმირების კუთხით უფრო გვაახლოებს ერთიან მიზანთან, ნატოს წევრობასთან. ჩვენ დღეს მივმართეთ ასევე მხარდამჭერ მისიას ავღანეთში. საქართველო ხანგრძლივი დროის განმავლობაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი კონტრიბუტორი იყო ნატოს მისიაში. ჩვენ ვაფასებთ საქართველოს სამხედროების პროფესიონალიზმს და იმ მსხვერპლს, რომელიც თქვენ გაიღეთ. ძალიან დიდი მადლობა, ქალბატონო პრეზიდენტო, რომ დღეს აქ იმყოფებით, თქვენი ვალდებულებისთვის ნატოსა და ჩვენი პარტნიორობისათვის. ნატოს პარტნიორობა საქართველოსთან ყველას უფრო უსაფრთხოს და დაცულს ხდის," – განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა.

დღის ამბები