ამერიკის შეერთებული შტატების სენატში რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენლებს დონალდ ტრამპის იმპიჩმენტის პროცესის თებერვლამდე გადადება სურთ.
აღნიშნული ფაქტი შეერთებული შტატების ყოფილ პრეზიდენტს მომზადების საშუალებას მისცემს.
წარმომადგენელთა პალატამ ტრამპის იმპიჩმენტს მხარი უკვე დაუჭირა და მზადაა საქმე სენატს გადასცეს.
სწორედ ამის შემდეგ უნდა დაიწყოს სასამართლო პროცესი სენატში, შემდეგ კი კენჭისყრა უნდა გაიმართოს, სადაც სენატორთა 2/3-ის მხარდაჭერა იქნება საჭირო.