29 ნოემბერი 2024,   04:36
ვრცლად
ალექსეი ნავალნის დაკავების გამო ევროპარლამენტმა რეზოლუცია მიიღო, რომელიც რუსეთისთვის სანქციების დაწესებას გულისხმობს

ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, რომლითაც ალექსეი ნავალნის დაკავებასთან დაკავშირებით, რუსეთისთვის სანქციების დაწესებას მხარს უჭერს.

დოკუმენტს მხარი დაუჭირა 581 დეპუტატმა, 50 წინააღმდეგი იყო, 44-მა კი თავი შეიკავა. დოკუმენტში დეპუტატები გმობენ რუსეთის ქმედებას და მოითხოვენ რუსი ოპოზიციონერის დაუყონებლივ განთავისუფლებას.

გარდა ამისა, ევროდეპუტატებმა ევროკავშირს და მის წევრ სახელმწიფოებს მოუწოდეს, კრიტიკულად გადახედონ რუსეთთან ურთიერთობებს სხვადასხვა საგარეო პოლიტიკურ პლატფორმებზე. კერძოდ კი, მოითხოვენ, რომ დაუყოვნებლივ შეწყდეს გაზსადენის "ჩრდილოეთის ნაკადი-2-ის" მშენებლობა.

დღის ამბები