29 ნოემბერი 2024,   04:54
ვრცლად
"გირჩმა" ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის შეთანხმების პროექტი გამოაქვეყნა

პოლიტიკურმა გაერთიანებამ "გირჩი" ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის შეთანხმების პროექტი გამოაქვეყნა. "გირჩის" პროექტი მათ ვებგვერდზე გავრცელდა.

პროექტში მთავარ კითხვად გამოყოფილია თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებული საკითხი, რომელიც შემდეგი სახით არის ფორმულირებული: რა არის თვითმმართველობის არჩევნების სამართლიანად ჩატარების შემთხვევაში, ის კონკრეტული შედეგი, რის გამოც 2022 წელს უნდა დაინიშნოს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები.

პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება

ოპოზიციის პოზიცია: კონსენსუსი

ხელისუფლების პოზიცია: პოლიტპატიმრების არსებობას არ აღიარებს

შესაძლებლობა: ამ საკითხზე შეთანხმება შესაძლებელია თუ სხვებზე მოვახერხეთ შეთანხმება 8 მარტის მსგავსად.

  1. საარჩევნო ადმინისტრაცია (ცესკო)
  1. ცესკოს თავმჯდომარის დანიშვნა ახალი წესით
  2. საარჩევნო კომისიის წევრები იქნებიან ყველა პარტიებიდან
  3. გაყალბების წინააღმდეგ მიმართული ტექნოლოგიური ღონისძიებები:
  • 3.1 უბნის პერიმეტრის და დათვლის პროცესის უწყვეტი ვიდეო გადაღება (ნებისმიერ მსურველს შეეძლოს დისტანციურად ხმების პარალელური დათვლა).
  • 3.2 კარუსელების გამოსარიცხად:

          3.2.1 ამომრჩევლის ბიომეტრული იდენტიფიკაცია

          3.2.2 ბიულეტენის უბნიდან გატანის აკრძალვა

          3.2.3 ხმის მიცემა ელექტრონული პირადობით და სხვა

ოპოზიციის პოზიცია: კონსენსუსი

ხელისუფლების პოზიცია: თანხმდება

  1. საარჩევნო სისტემა

ოპოზიცია:

  1. ნებისმიერი შემდეგი (მ.შ. რიგგარეშე) საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება სრულად პროპორციული სისტემით, ბუნებრივი ბარიერით.
  2. ადგილობრივი არჩევნების საარჩევნო სისტემა სრულად პროპორციული ბუნებრივი ბარიერით.

ხელისუფლების პოზიცია:

  1. ყოველი შემდეგი საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება სრულად პროპორციული სისტემით, ხოლო ბარიერი განისაზღვრება 0-დან 3%-მდე.
  2. ადგილობრივი არჩევნების საარჩევნო სისტემა იქნება 4:1 პროპორციით პროპორციულ და მაჟორიტარულ წევრებს შორის.  საარჩევნო ბარიერი უნდა იყოს ბუნებრივი ბარიერი.

შემოთავაზება მნიშვნელოვნად აუმჯობესებს მოქმედ კანონმდებლობას. 2024 წლამდე რიგგარეშე არჩევნები და 2024 წლიდან მორიგი საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება სრულად პროპორციული სისტემით და 5%-ზე დაბალი ბარიერით.

შეთანხმების შესაძლებლობა: შეთანხმებას ართულებს ის გარემოება, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით არ არსებობს ოპოზიციის ერთიანი და ცალსახა პოზიცია. რაც გულისხმობს იმას, რომ ზოგი პარტიისთვის ბარიერია მისაღები, ხოლო ზოგისთვის ადგილობრივ დონეზე შერეული საარჩევნო სისტემის შენარჩუნება.

  1. ახალი არჩევნები

ოპოზიციის წინადადებები:

  1. რიგგარეშე არჩევნები

ოპოზიციის პოზიცია: კონსენსუსი

ხელისუფლების პოზიცია: წინააღმდეგია, არ აღიარებს არჩევნების გაყალბებას

  1. პლებისციტი

ოპოზიციის პოზიცია: კონსენსუსი

ხელისუფლების პოზიცია: წინააღმდეგია, არ აღიარებს არჩევნების გაყალბებას

  1. შეთავაზებული წინადადება:

იმ შემთხვევაში თუ ხელისუფლება ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე ოპოზიციაზე ნაკლებ მხარდაჭერას მიიღებს, 2022 წელს ინიშნება ვადამდელი არჩევნები.

მთავარი კითხვა: რა არის თვითმმართველობის არჩევნების სამართლიანად ჩატარების შემთხვევაში, ის კონკრეტული შედეგი რის გამოც 2022 წელს უნდა დაინიშნოს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები?

 

დღის ამბები