29 ნოემბერი 2024,   04:34
ვრცლად
2021 წლის ბოლომდე საქართველოში მოქალაქეების მინიმუმ 60% აცრილი უნდა იყოს - გიორგი გახარია

პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, დღეს დამტკიცდება გეგმა, რომლის მიხედვითაც, 2021 წლის ბოლომდე საქართველოში მოქალაქეების მინიმუმ 60% აცრილი უნდა იყოს.

როგორც პრემიერმა მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, დიდი მნიშვნელობა ენიჭება ეტაპობრიობას და იმ მიზნობრივ ჯგუფებს, რომლებიც ეტაპების მიხედვით უნდა იყვნენ აცრილი. მისივე თქმით, პირველ რიგში აიცრებიან ის ადამიანები,  რომლებიც ყველაზე მაღალი რისკის ქვეშ არიან. 

"წინა მთავრობის სხდომაზე ჯანდაცვის სამინისტრომ მიიღო დავალება ვაქცინაციის დანერგვისთვის საჭირო ეროვნულ გეგმაზე მუშაობის დასრულების და დღევანდელ მთავრობის სხდომაზე ამ გეგმის დამტკიცების თაობაზე. ეს სამუშაო ჯგუფი შეიქმნა 15 დეკემბერს, რომლის მუშაობაშიც მონაწილეობა მიიღო ყველა დაინტერესებულმა მხარემ, ექსპერტებმა, ჩვენმა საერთაშორისო პარტნიორებმა, დარგის სპეციალისტებმა, ექიმებმა, ეპიდემიოლოგებმა, სახალხო დამცველი და დღეს ჩვენ უნდა განვიხილოთ და დავამტკიცოთ ეს გეგმა, რომლის ძირითადი მიზანი გახლავთ, რომ 2021 წლის ბოლომდე, საქართველოში მინიმუმ აცრილი უნდა იყოს ჩვენი მოქალაქეების 60%. თუმცა, ამასთან ერთად, ძალიან დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ამ გეგმის ტექნიკურ ნაწილს, მათ შორის ეტაპობრიობას და იმ მიზნობრივ ჯგუფებს, რომლებიც ეტაპების მიხედვით უნდა იყვნენ აცრილი.

პირველ ეტაპზე ქვეყანაში აიცრებიან ის მიზნობრივი ჯგუფები, რომლებიც არიან ყველაზე მაღალი რისკის ქვეშ. რა თქმა უნდა, ეს იქნებიან სამედიცინო სფეროს თანამშრომლები, ხანგრძლივი მოვლის დაწესებულების ბენეფიციარები, ჩვენი ხანდაზმულები 75 წელს ზემოთ და შემდგომ უკვე 60-დან 75 წლამდე, ყველა ჩვენი თანამოქალაქე.

საქართველო ჩვენს ევროპულ პარტნიორებთან ერთად, გაწევრიანებულია კოვაქსის პლატფორმაში, რომელიც გულისხმობს ვაქცინის მოწოდებას ქვეყანაში და საქართველომ უკვე განაცხადა 5-6 თვის წინ ამ პლატფორმაზე თავისი მიზანი, რომ უახლოეს პერიოდში ქვეყანაში მოწოდებული იყოს მილიონ ნახევარი ვაქცინა. ჩვენ ეს ფინანსური რესურსი უკვე გადავრიცხეთ. ახლა მთავარი მიზანი გახლავთ, რომ ტექნიკურ დონეზე ჯანდაცვის სისტემა იყოს მზად ამ მოცულობის ვაქცინაციის ჩასატარებლად ერთი წლის განმავლობაში,“ - აცხადებს გიორგი გახარია.

დღის ამბები