29 ნოემბერი 2024,   04:42
ვრცლად
პაციენტები, რომლებსაც კორონავირუსი უკვე ჰქონდათ, ახალი შტამით დაინფიცრებისგან დაცულები არ არიან - სამხრეთ აფრიკელი მეცნიერები

კოვიდგადატანილი პაციენტები ახალი შტამით დაინფიცირებისგან დაცულები არ არიან. ამის შესახებ სამხრეთ აფრიკელი მეცნიერები აცხადებენ. მათი ინფორმაციით, ქვეყანაში აღმოჩენილი ვირუსის ახალი ვარიანტი კოვიდგადატანილი პაციენტების სისხლის პლაზმაში არსებული ანტისხეულების მიმართ რეზისტენტულია.

კვლევის თანახმად, მუტაციური ვირუსით მეორედ დაინფიცირების დიდი ალბათობა არსებობს და შესაძლოა დამტკიცებული ვაქცინები ნაკლებად ეფექტური აღმოჩნდეს.

ბოლო მონაცემებით, მსოფლიოში კორონავირუსის გავრცელების მაჩვენებელი 97 მილიონს აჭარბებს.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ მსოფლიოს მასშტაბით ვაქცინის მიწოდებაზე აქტიურად მუშაობენ და პანიკის საფუძველი არ არსებობს. 

დღის ამბები