29 ნოემბერი 2024,   04:40
ვრცლად
"მუშაობას დაუყოვნებლივ ვიწყებთ" - ჯო ბაიდენმა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის რანგში პირველ განკარგულებებს მოაწერა ხელი

ჯო ბაიდენმა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის რანგში პირველ განკარგულებებს მოაწერა ხელი. ინაუგურაციის დასრულების შემდეგ შტატების 46-ე პრეზიდენტმა თეთრი სახლის ოვალურ კაბინეტში გადაინაცვლა.

ბაიდენმა პრეზიდენტობის პირველივე დღეს მისი წინამორბედის განკარგულებები გააუქმა და ხელი 17 აღმასრულებელ ბრძანებას, მათ შორის ფედერალურ შენობებსა და საზოგადოებრივ ტრანსპორტში სოციალური დისტანციისა და პირბადის ტარების ვალდებულებას, ასევე პარიზის კლიმატის შეთანხმებაში დაბრუნების, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში დარჩენისა და სხვა საკითხების შესახებ ბრძანებებს მოაწერა.

ცნობილია, რომ პირველ ოფიციალურ ზარს ბაიდენი კანადის პრემიერთან პარასკევს განახორციელებს. 

"ქვეყნის მდგომარეობიდან გამომდინარე დასაკარგი დრო არ გვაქვს. მუშაობას დაუყოვნებლივ ვიწყებთ. როგორც უკვე აღვნიშნეთ, მიმდინარე კვირის მომდევნო დღეებში რამდენიმე აღმასრულებელ ბრძანებას მოვაწერ ხელს.

დღეს დავიწყებ კოვიდისა და ეკონომიკური კრიზისის შესახებ, ასევე კლიმატისა და რასობრივი სამართლიანობის საკითხებით. ზოგიერთი ეს ბრძანება, ხელს შეუწყობს კოვიდკრიზისის კურსის ცვლილებას, ასევე ვაპირებთ კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლას და რასობრივი სამართლიანობის გაუმჯობესებას.

ეს მხოლოდ პირველი ნაბიჯებია, დღეს ვიწყებ იმ დაპირებების შესრულებას, რომლებსაც ამერიკელ ხალხს დავპირდი. პირველი ბრძანება, რომელსაც ხელს მოვაწერ, ყველა ფედერალურ შენობაში პირბადის ტარებასა და სოციალური დისტანციის დაცვას ითვალისწინებს,“ - აცხადებს ჯო ბაიდენი.

დღის ამბები