29 ნოემბერი 2024,   06:00
ვრცლად
აშშ-ის 46-ე პრეზიდენტის ინაუგურაციამდე 8 საათი დარჩა

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეული 46 პრეზიდენტი, საკუთარი ქვეყნის მოსახლეობის წინაშე დაახლოებით 8 საათში ფიცს დადებს, რის შემდეგაც უკვე ოფიციალურად ჩაიბარებს თეთრ სახლს.

ჯო ბაიდენის ინაუგურაციის პარალელურად ჩანიშნულია რამდენიმე ღონისძიება. მათ შორის მასშტაბური 90 წუთიანი კონცერტი ამერიკელი ვარსკვლავების მონაწილეობით.

სახელმწიფო ჰიმნს ლედი გაგა შეასრულებს. მასთან ერთად სცენაზე იქნება ჯენიფერ ლოპესი. რაც შეეხება ძველ და ახალ პრეზიდენტებს, მათ უკვე ჰქონდათ მიმართვები.

"45-ე პრეზიდენტის ვადის ამოწურვისას მე ვდგავარ თქვენ წინაშე ჭეშმარიტად ამაყი იმით, თუ რას მივაღწიეთ ერთად. მიმდინარე კვირას ჩვენ ახალი ადმინისტრაციის ინაუგურაციას ჩავატარებთ და ჩვენ ვლოცულობთ მათი წარმატებისთვის ამერიკის კეთილდღეობისა და უსაფრთხოების შენარჩუნებაში. „განსაკუთრებით ამაყი ვარ, რომ ათწლეულების განმავლობაში ვარ პირველი პრეზიდენტი, რომელსაც არ დაუწყია ახალი ომები“ სხვა ადმინისტრაციას 3,4,5 ან შესაძლოა, ათამდე წელი დასჭირვებოდა ვაქცინის შესამუშავებლად. ჩვენ ეს ცხრა თვეში გავაკეთეთ“ ახლა, როდესაც მე ვემზადები გადავცე ხელისუფლება ახალ ადმინისტრაციას ოთხშაბათს, შუადღეს, მსურს, იცოდეთ, მოძრაობა, რომელსაც ჩვენ ჩავუყარეთ საფუძველი, მხოლოდ იწყება,"-განაცხადა დონალდ ტრამპმა.

შტატების 46-ე პრეზიდენტი ჯო ბაიდენის თქმით, ის ამაყია რომ დელივერის შვილია, მოსახლეობას კი ნდობისთვის მადლობას უხდის.

"მინდა თითოეულ თქვენგანს მადდლობა გადავუხადო, მთელი ჩემი კარიერა ვგრძნობდი თქვენს თანადგომას, როგორც ცუდ დროს ასევე კარგ დროსაც. ჩემი ღირებულებები, რითაც მე აქამდე მოვედი ჩემი ოჯახიდან მოდის, ჩემი ოჯახი კი თქვენ ხართ, დელავერის მოსახლეობა. 12 წლის წინ, ვილმინგტონის სარკინიგზო სადგურთან ველოდი პირველ შავკანიან პრეზიდენტს, რომელმაც ვაშინგტონისკენ წამიყვანა და ერთად დავდეთ პრეზიდენტისა და ვიცე პრეზიდენტის ფიცი. ახლაც ასე იქნება, დელავერში ყველაფერი ხდება. ემოციებისგან თავს ვერ ვიკავებ, მაგრამ უნდა ვთქვა, როცა მოვკვდები სწორედ დელავერი დაეწერება ჩემს გულზე. ვამაყობ რომ დელავერის შვილი ვარ,"- აცხადებს ამერიკის შეერთებული შტატების 46-ე პრეზიდენტი ჯო ბაიდენი.

დღის ამბები