ესპანეთის დედაქალაქი დიდთოვლობისა და დაბალი ტემპერატურის გამო ხელისუფლებამ კატასტროფის ზონად გამოაცხადა. შედეგად, მიყენებული ზარალის კომპენსირება უფრო მარტივად მოხდება.
ესპანეთის მეტეოროლოგიური სამსახურის ინფორმაციით, მადრიდში ბოლო 100 წლის განმავლობაში 80 სმ სიმაღლის თოვლი არ მოსულა და არც ტემპერატურა შემცირებულია - 12 გრადუსამდე.
მადრიდის მერიის ინფორმაციით, ამინდის გაუარესების გამო, საზოგადოებრივი კვების ობიექტების ზარალმა 100 მილიონი ევრო შეადგინა.