29 ნოემბერი 2024,   04:50
ვრცლად
აშშ-ს 46-ე პრეზიდენტის ჯო ბაიდენის ინაუგურაცია დღეს გაიმართება

შეერთებული შტატების 46-ე პრეზიდენტის ინაუგურაციამდე რამდენიმე საათი დარჩა. კაპიტოლიუმის შენობის ​წინ ვიცე პრეზიდენტ კამალა ჰარისისა და არჩეული პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ფიცის დადებს ცერემონია თბილისის დროით დაახლოებით 20:30 საათზე დაიწყება.

ინაუგურაციაზე ამერიკის ჰიმნს ლედი გაგა შეასრულებს, ცერემონიის სატელევიზო ეთერს კი მსახიობი ტომ ჰენკსი გაუძღვება.

სიტყვით გამოსვლის შემდეგ ბაიდენი კაპიტოლიუმის აღმოსავლეთ ნაწილში გადაინაცვლებს, სადაც, ტრადიციის თანახმად, ქვეყნის შეიარაღებული ძალების მზაობას შეამოწმებს. ამის შემდეგ კი აშშ-ის 46-ე პრეზიდენტი, კამალა ჰარისი და ყოფილი პრეზიდენტები ბარაკ ობამა, ჯორჯ ბუში და ბილ კლინტონი, მეუღლეებთან ერთად, არლინგტონის ეროვნულ სასაფლაოზე უცნობი ჯარისკაცის საფლავს გვირგვინით შეამკობენ.

ვაშინგტონი პრეზიდენტისა და ვიცე-პრეზიდენტის ფიცის დადების ცერემონიას განსაკუთრებული ზომებით ხვდება - კაპიტოლიუმის ტერიტორიაზე გაძლიერებულია დაცვა, ადგილზე მობილიზებულია ეროვნული გვარდიის 25 000-მდე წარმომადგენელი.

ინაუგურაციის ცერემონიას, პანდემიისა და გამკაცრებული უსაფრთხოების ზომების გამო, წინა წლებთან შედარებით ადამიანების მკაცრად განსაზღვრული რაოდენობა დაესწრება. ღონისძიებაზე მისვლაზე უარი განაცხადა მოქმედმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა.

დღის ამბები