29 ნოემბერი 2024,   04:39
ვრცლად
აშშ-ს სახელმწიფო მდივნობის კანდიდატი NATO-ს ღია კარის პოლიტიკასა და ალიანსში საქართველოს გაწევრიანებას ემხრობა

ენტონი ბლინკენი ნატოს ღია კარის პოლიტიკასა და ალიანსში საქართველოს გაწევრიანებას ემხრობა. ჯო ბაიდენის მიერ სახელმწიფო მდივნის თანამდებობაზე წარდგენილმა კანდიდატმა საქართველოს ალიანსში მიღების შესახებ რესპუბლიკელი სენატორის, რენდ პოლის შეკითხვას უპასუხა.

პოლი ნატოს ღია კარის პოლიტიკას აკრიტიკებს და აცხადებს, რომ საქართველოსა და უკრაინის ნატოში შეყვანა პროვოკაციული ნაბიჯი და ომისთვის ხმის მიცემა იქნებოდა. ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნობის კანდიდატი პოლის პოზიციას არ იზიარებს. ბლინკენის თქმით, ნატოში გაწევრიანებული ქვეყნები რუსეთის სამიზნე აღარ გამხდარან.

"თუ ისეთი ქვეყანა, როგორიც საქართველოა, ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრობის მოთხოვნების დაკმაყოფილებას შეძლებს და წვლილს შეიტანს ჩვენს საერთო უსაფრთხოებაში, ნატოს კარი ღია უნდა დარჩეს.

როცა საქმე ნატოს წევრობას ეხება, არსებობს საკმარისი მტკიცებულება იმისა, რომ რუსეთი აგრესიულია იმ ქვეყნების წინააღმდეგ, რომლებიც ნატოსა და მისი ქოლგის ქვეშ არ არიან. იმის მიზეზიც არსებობს, თუ რატომ არ ესხმის რუსეთი თავს ნატოს წევრებს. ვფიქრობ, წარსულში გვინახავს, რომ ქვეყნები, რომლებიც ნატოში გაწევრიანდნენ, რუსეთის აგრესიის სამიზნე აღარ გამხდარან,"- განაცხადა ენტონი ბლინკენმა

დღის ამბები