თაღლითობის ბრალდებით თურქეთში საქართველოს მოქალაქე დააკავეს. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, 6-მა პირმა - მათ შორის საქართველოს მოქალაქემ მუღლის პროვინციაში მცხოვრები 84 წლის მამაკაცის საკუთრებაში არსებული ქონება მიითვისა. საუბარია საერთო ჯამში 100-ზე მეტ ერთეულ უძრავ ქონებაზე.
გამოძიების ფარგლებში დადგინდა, რომ მოხუცს მეხსიერების პრობლემა ჰქონდა. დაკავებულების ნაწილი ჩვენების მიცემის შემდეგ გაათავისუფლეს. სამი პირის, მათ შორის საქართველოს მოქალაქე ლ.კ.-ს საქმე კი სასამართლოს გადაეცემა.