ამერიკის შეერთებული შტატების ახლადარჩეული პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ინაუგურაციამდე რამდენიმე საათით ადრე დონალდ ტრამპი გამოსამშვიდობებელ მიმართვას ავრცელებს.
აშშ-ს მოქმედი პრეზიდენტი ამერიკელ ხალხს, თეთრი სახლის თანამშრომლებს, მინისტრთა კაბინეტსა და სამართალდამცველებს მადლობას უხდის და ახალ ადმინისტრაციას წარმატებას უსურვებს. ტრამპმა მიმართვაში საკუთარ მიღწევებზე ისაუბრა და კიდევ ერთხელ დაგმო 6 იანვარს კაპიტოლიუმზე თავდასხმა.
აშშ-ს 46-ე პრეზიდენტის ინაუგურაციის ცერემონიისთვის ვაშინგტონში უსაფრთხოების ზომები გამკაცრებულია. ადგილზე ეროვნული გვარდიის ათასობით წევრია მობილიზებული. ღონისძიება თბილისის დროით 8 საათიდან დაიწყება. ჯო ბაიდენი და კამალა ჰაირისი ფიცს კაპიტოლიუმის შენობის წინ დადებენ.