29 ნოემბერი 2024,   04:38
ვრცლად
ჯო ბაიდენი აშშ-ის საემიგრაციო პოლიტიკის შეცვლას გეგმავს

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეული პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ემიგრანტებს მოქალაქეობის მიღებისთვის 8 წლიან პერიოდს შესთავაზებს.

იმ პირებს, რომლებიც 2021 წლის 1 იანვარის მონაცემებით, ქვეყანაში ლეგალური სტატუსის გარეშე ცხოვრობენ, დროებითი ლეგალური სტატუსის ან მწვანე ბარათის მოსაპოვებლად ხუთწლიანი პერიოდის გავლა მოუწევთ. ამის შემდეგ მათ მოქალაქეობის უფლების მინიჭებამდე, სამი წელი დასჭირდებათ.

შტატებში იურიდიული სტატუსის არ მქონდე 11 მილიონამდე პირი ფიქსირდება.

კანონპროექტის წარდგენა ჯო ბაიდენის ინაუგურაციის შემდეგ იგეგმება.

დღის ამბები