29 ნოემბერი 2024,   04:53
ვრცლად
დღეს ნათლისღებაა - წყალკურთხევის რიტუალს პატრიარქი სამების საკათედრო ტაძრის ეზოში ჩაატარებს

დღეს ნათლისღებაა, დღესასწაული ყველა მოქმედ მართლმადიდებელ ტაძარში აღინიშნება, თუმცა პანდემიამ ტრადიციულ რიტუალში ცვლილებები შეიტანა.

კათოლიკოს-პატრიარქს სამების საკათედრო ტაძარში დილის 10 საათიდან ელოდებიან. ილია მეორე წყალკურთხევის რიტუალს ტაძრის ეზოში მდებარე დიდ აიაზმაში ჩაატარებს​ და ეზოშივე იქადაგებს.

პანდემიის გამო არ შედგება 19 იანვარს უკვე ტრადიციად ქცეული საყოველთაო ნათლობის ცერემონია.

ამავე მიზეზით წელს ვერ შესრულდა ბათუმში ტრადიციული წყლის კურთხევის ცერემონიალი, როდესაც მრევლი სანაპიროსთან იკრიბება და ზღვაში შედიან.

დღის ამბები