29 ნოემბერი 2024,   04:44
ვრცლად
ალექსანდრე ანქვაბი ფილტვების ხელოვნური ვენტილაციის აპარატზე შეაერთეს

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრემიერ-მინისტრის ალექსანდრე ანქვაბის ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ გაუარესდა.

ალექსანდრე ანქვაბი, რომელსაც კორონავირუსის ინფექცია აქვს, ფილტვების ხელოვნური ვენტილაციის აპარატზე შეაერთეს.

საოკუპაციო რეჟიმის ე.წ პრემიერ-მინისტრი ჯანმრთელობის მდგომარეობის გართულების გამო რუსეთში სამკურნალოდ 8 იანვარს გადაიყვანეს, მას  ორმხრივი პოლისეგმენტური პნევმონია, სუნთქვის მწვავე უკმარისობა და წამლებით გამოწვეული ჰეპატიტის ნიშნები ჰქონდა. ანქვაბს შერჩევითი პლაზმოფილტრაცია ჩაუტარდა, 17 იანვარს კი, ექიმების კონსილიუმმა აპარატზე შეერთების გადაწყვეტილება მიიღო.

ამ ეტაპზე, ალექსანდრე ანქვაბის მდგომარეობა ფასდება, როგორც სტაბილურად მძიმე.

დღის ამბები