29 ნოემბერი 2024,   05:47
ვრცლად
პირბადის ტარების მაჩვენებელს 95%-მდე თუ გავზრდით, მაისისთვის ერთეული სიკვდილიანობა და 10-დან 77-ის ფარგლებში ახალი შემთხვევა გვექნება - ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველოში დადებითობის მაჩვენებლის კლების ტენდენცია გრძელდება, თუმცა ეს დამშვიდების საშუალებას არ იძლევა. მისივე განცხადებით, რეგულაციების დაცვა და განსაკუთრებით კი, პირბადეების ტარება უმნიშვნელოვანესია.

"დადებითობის მაჩვენებლის ტენდენცია მოდის ქვემოთ, რაც ერთ-ერთი ინდიკატორია ქვეყანაში ინფექციის ცირკულაციის აქტიურობის. დღევანდელი არის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი, 2.2 პროცენტია დადებითობის მაჩვენებელი, საშუალოდ ბოლო 30 დღე გვაქვს 11.9,  ბოლო ერთ კვირაში – 8.3 და ბოლო ორ კვირაში – 9.8.

ამავე დროს, მოგეხსენებათ, თუ ჩვენ ნოემბრის ბოლოს, დეკემბრის პირველ კვირაში 100 000 მოსახლეზე გადათვლით ინციდენტობის მაჩვენებელი გვქონდა ერთ-ერთი ყველაზე მაღალი, დღეს უკვე ევროპის სადღაც შუაგულში ვართ და როგორც ზოგადი ინციდენტობა, ისე შვიდი, 14 დღის საშუალო ინციდენტობა, ყველა მრუდი მოდის ქვემოთ. ანუ, ქვეყანაში სტაბილიზაცია სტაბილურია, მივდივართ სტაბილიზაციისკენ, მაგრამ ეს არავითარი დამშვიდების საფუძველს არ გვაძლევს.

ამავე დროს, ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ ჯანმრთელობის გაზომვათა ინსტიტუტი რეგულარულად  აახლებს ევროპის და საქართველოს მონაცემებს.

ბოლო განახლება იყო 15 იანვრის, სადაც მათ აღნიშნეს დადებითი ტენდენციები, სასიამოვნოა, რომ ჩვენთან 75 პროცენტზეა ასული ნიღბის ტარების მაჩვენებელი, თუ ჩვენ 95 პროცენტზე ავალთ, გვეუბნებიან, რომ მაისისთვის თქვენ მხოლოდ ერთეული გექნებათ სიკვდილიანობა და ჩამოხვალთ ყოველდღიურ შემთხვევებზე სადღაც 10-დან 77-ის ფარგლებში. ანუ, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ამ რეგულაციების დაცვას, განსდაკუთრებით ნიღბის ტარების მაჩვენებლს," - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

დღის ამბები