არჩეული პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ინაუგურაციის წინ შეერთებული შტატების გამოძიების ფედერალური ბიურო ეროვნულ გვარდიაში შემოწმებას ატარებს.
გავრცელებული ინფორმაციით, სამხედროთა შორის, რომლებმაც ინაუგურაციის დაცვა უნდა უზრუნველყონ, შესაძლოა იყვნენ მომავალი პრეზიდენტის ან სტუმრებისთვის საფრთხის შემცველი პირებიც.
ამასობაში, ღონისძიებაზე უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, რომელიც ზეგ უნდა გაიმართოს, ვაშინგტონში უკვე ჩავიდა ეროვნული გვარდიის 15 000 წევრი. ამ დღისთვის მათი რაოდენობა 25 000-მდე გაიზრდება. ძალოვნებს ორმოცდაათივე შტატიდან ელოდებიან.