წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებში სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა. არსებული 39 საჯარო და 2 კერძო სკოლიდან ბავშვები 31 სკოლაში დაბრუნდნენ.
სკოლების დირექტორების განცხადებით, სკოლაში ყველა რეგულაცია მოქმედებს, ასრულებენ წესებს და ბავშვების უსაფრთხოება დაცულია.
დღეიდან საქართველოს სკოლების ნაწილში სწავლა განახლდა, თუმცა ბევრ ქალაქსა და მუნიციპალიტეტში - მათ შორის, ქუთაისსა და ზესტაფონში სწავლა ისევ ონლაინაა.