გვატემალაში არეულობაა. ჰონდურასიდან წამოსული 7000-მდე მიგრანტი სამართალდამცველებმა შეაჩერეს. მათ გზა პოლიციის კორდონმა მექსიკის საზღვართან გადაუკეტა.
მიგრანტების შესაჩერებლად გვატემალის უსაფრთხოების ძალებმა ცრემლსადენი გაზი და ხელკეტები გამოიყენეს. ჰონდურასელი მიგრანტები მექსიკის გავლით შეერთებულ შტატებში მოხვედრას გეგმავდნენ.
ყოველწლიურად ცენტრალური ამერიკის ქვეყნებიდან ამერიკის შეერთებულ შტატებში მიგრირებას ათი ათასობით ადამიანი ცდილობს.