29 ნოემბერი 2024,   05:48
ვრცლად
რუსი ოპოზიციონერის ალექსეი ნავალნის დაკავებას ევროკავშირის ლიდერები ეხმიანებიან

რუსი ოპოზიციონერის ალექსეი ნავალნის დაკავებას ევროკავშირის ლიდერები ეხმიანებიან. შარლ მიშელი და ჯოზეფ ბორელი განცხადებებს "ტვიტერზე" ავრცელებენ. ისინი რუსეთის ხელისუფლებას ნავალნის დაუყოვნებლივ გათავისუფლებისკენ მოუწოდებენ. რუსი ოპოზიციონერის მხარდამჭერ განცხადებებს ავრცელებენ ავსტრიის, ლატვიის, ესტონეთისა და ლიეტუვის საგარეო საქმეთა უწყებები. ნავალნის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას ითხოვს საერთაშორისო ორგანიზაცია Amnesty International-იც.

ბერლინიდან დაბრუნებული ოპოზიციონერი მოსკოვის "შერემეტიევოს" აეროპორტში გვიან ღამით დააკავეს. რუსეთის საგამოძიებო უწყებები მას რამდენიმე მუხლის, მათ შორის პირობითი სასჯელის წესების დარღვევას ედავებიან. 6 თვის წინ ნავალნი რუსეთში "ნოვიჩოკით" მოწამლეს, პოლიტიკოსი გერმანიაში მკურნალობდა.

დღის ამბები