ზუგდიდში მომხდარი მკვლელობის საქმეზე დაკავებულ 22 წლის ახალგაზრდას დღეს ბრალს ოფიციალურად წაუყენებენ. წინასწარი ინფორმაციით, ბრალდებულმა ურთიერთშელაპარაკების შემდეგ, შურისძიების მოტივით, ნაცნობს ცივი იარაღით სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა, შემდეგ კი, კვალის დაფარვის მიზნით, ბინაში ხანძარი გააჩინა და მიიმალა.
ზუგდიდში მოკლულის ცხედარი უკვე გადაასვენეს, პარალელურად, ამავე კორპუსში, მეზობლის სახლში საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა.