მკვლელობა თბილისში - ზღვის ტერიტორიაზე 42 წლის მამაკაცმა, ნაცნობს სასიკვდილო ჭრილობა დანით მიაყენა. მიზეზად ურთიერთშელაპარაკება სახელდება.
38 წლის პირი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა. დამნაშავე მკვლელობის შემდეგ შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
"კურიერის" ინფორმაციით, თბილისის ზღვის ტერიტორიაზე, ერთ-ერთ ფერმაში, რომელიც სამონასტრო კომპლექსის ტერიტორიაზე მდებარეობს, გუშინ ძმებს სუფრა ჰქონდათ გაშლილი და სტუმრად ჰყავდათ მათი ნაცნობი. თავდაპირველად დაპირისპირება სიტყვიერად დაიწყო, რომელიც შემდეგ ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა, ამის შემდეგ კი აღნიშნულმა სტუმარმა ერთ-ერთ ძმას დანით ჭრილობა მიაყენა, რომელიც ადგილზევე გარდაიცვალა.
ოფიციალური ინფორმაციით, რამდენიმე საათში დააკავეს ბრალდებული.