29 ნოემბერი 2024,   04:52
ვრცლად
არავის მივცემთ შესაძლებლობას, რელიგიურ ნიადაგზე მოქალაქეებს შორის დაპირისპირების პროვოცირებას ხელი შეუწყოს - გიორგი გახარია

პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით,  საქართველოს მთავრობა იყო და იქნება თითოეული მოქალაქის კონსტიტუციით განსაზღვრული უფლებების დაცვის გარანტი.

გიორგი გახარია სოფელ ბუკნარში განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ შსს-ს დაევალა, ელემენტარული მცდელობა  თუ იქნება, რომ რელიგიურ ნიადაგზე დაპირისპირებას ხელი შეეწყოს ან პროვოცირება მოხდეს, სახელწმიფო და შსს იმოქმედებს უმკაცრესად.

"მინდა გამოვეხმაურო იმ ინციდენტს, რომელიც სოფელ ბუკნარში მოხდა. მოგეხსენებათ, რელიგიური მრავალფეროვნება ჩვენი ისტორიული ფაქტი და ჩვენი სიმდიდრეა. ეს არის ის, საუკუნეების გნმავლობაში როგორ ვაშენებდით ჩვენს სახელმწიფოს. ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ საქართველოს მთავრობა იყო და იქნება გარანტი თითოეული მოქალაქისთვის კონსტიტუციით უზრუნველყოფილი უფლებების შესრულებისთვის. არავის მივცემთ შესაძლებლობას, საქართველოს მოქალაქის უფლებები რაიმე სახით შეიზღუდოს, თუმცა ასევე, არავის მივცემთ შესაძლებლობას, რომ უკანონო ქმედებებით რაიმე სახის პროვოცირება გაუწიონ რელიგიურ ნიადაგზე ჩვენს მოქალაქეებს შორის დაპირისპირებას. შსს-ს უკვე აქვს დავალება, რომ იქ, სადაც იქნება ელემენტარული მცდელობა იმისთვის, რომ რელიგიურ ნიადაგზე დაპირისპირებას ხელი შეეწყოს ან პროვოცირება მოხდეს, სახელწმიფო და შსს იმოქმედებს უმკაცრესად," - განაცხადა პრემიერმა მთავრობის სხდომის დაწყებამდე. 

დღის ამბები