ინდონეზიაში მიწისძვრას მსხვერპლი მოჰყვა. სულავესის კუნძულზე ნგრევის შედეგად დაიღუპა 7 და დაშავდა ასობით ადამიანი.
მიწისქვეშა ბიძგების სიმძლავრემ 6 მაგნიტუდა შეადგინა. სტიქია ადგილობრივი დროით ღამის პირველ საათზე დაფიქსირდა.
დაზიანდა საცხოვრებელი სახლები, დაინგრა ხიდები და მოსახლეობის ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა.