29 ნოემბერი 2024,   04:36
ვრცლად
ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთის სამხედრო ბაზაზე COVID-19-ის საწინააღმდეგო რუსული ვაქცინით აცრა დაიწყო

ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთის სამხედრო ბაზაზე COVID-19-ის საწინააღმდეგო რუსული ვაქცინით აცრა დაიწყო.

რუსული მედიის ინფორმაციით, პირველ ეტაპზე ბაზაზე რუსეთის მიერ წარმოებული ვაქცინის 500-ს დოზას გამოიყენებენ. ვაქცინაცია ნებაყოფლობითია და ის სამხედრო და სამოქალაქო პერსონალის წერილობითი თანხმობის საფუძველზე ტარდება.

რუსეთის სამხედრო ბაზის 200-მდე მოსამსახურე აცრეს ოკუპირებულ ცხინვალშიც. რუსული ვაქცინის გაკეთების მზაობას გამოთქვამს დე ფაქტო პრეზიდენტი ანატოლი ბიბილოვიც.

შეგახსენებთ, რუსული ვაქცინა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ ავტორიზებული არ არის.

დღის ამბები