29 ნოემბერი 2024,   04:53
ვრცლად
სოფელ ბუკნარის ქრისტიან და მუსლიმ მოსახლეობას შორის მორიგი დიალოგი დღეს გაიმართება

მორიგი დიალოგი სოფელ ბუკნარის ქრისტიან და მუსლიმ მოსახლეობას შორის დღეს, შუადღისას, მუსლიმების ლოცვის შემდეგ გაიმართება.

გუშინ ჩოხატაურის მერიის წინ შეკრებილი მუსლიმები სწორედ ამ შეთანხმების შემდეგ დაიშალნენ. ისინი შეხვედრაზე ორივე მხარის მაღალი იერარქიის სასულიერო პირების დასწრებას ითხოვენ.

შეხვედრას, რომელიც ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერიაში შედგება, ისევ დაესწრება ადგილობრივი ხელისუფლება.

შეგახსენებთ, ვითარება ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუკნარში რამდენიმე დღის წინ დაიძაბა, მას შემდეგ, რაც ქრისტიანმა მოსახლეობამ მოითხოვა, რომ სოფელ ბუკნარში მუსლიმების სამლოცველო სახლი მეჩეთად არ გადაკეთდეს. სოფელში მომხდარი დაპირისპირების გამო სოფელში საპოლიციო ძალები შეიყვანეს, რის შემდეგაც, მხარეებმა გუბერნიაში გადაინაცვლეს და პირველი შეხვედრაც გაიმართა. როგორც ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებენ, სოფელ ბუკნარის მუსლიმი მოსახლეობა რელიგიური რიტუალების ჩატარებას უსაფრთხოდ და შეუფერხებლად შეძლებს.

დღის ამბები